საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

საერთაშორისო სამშვიდობო ფორუმი PAX IBERIANA

თსუ-ში თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის კონფლიქტოლოგიის ინსტიტუტის, ინდოეთის მაჰათმა განდის ფონდის, შეერთებული შტატების ჯიმი კარტერის მშვიდობის სკოლის ორგანიზებით,  საერთაშორისო სამშვიდობო ფორუმი PAX IBERIANA - იბერიული მშვიდობის კონფერენცია გაიმართა. 

 

კონფერენციის საერთაშორისო ფასილიტატორები იყვნენ: ინდოეთის პრემიერ მინისტრსი მრჩეველი, ელჩი აშოკ საჯანჰარი, ინდოეთის განდის მოძრაობის ლიდერი, რაჯაგოპალ პივი.

 

კონფერენციაზე გამომსვლელებს შორის იყვნენ:

მაჰათმა განდის ფონდი საქართველოს თავმჯდომარე ირაკლი კაკაბაძე, აკადემიკოსი რისმაგ გორდეზიანი, დოქტორი გუგული მაღრაძე,  ჯიმი და როზალინ კარტერის მშვიდობის სკოლის წარმომადგენლი, დოქტორი სუზენ ალენი. ინდოეთის პრემიერ მინისტრის მრჩეველი, ელჩი აშოკ საჯანკარი

 

ტორონტოს უნივერსიტეტის მშვიდობის სკოლის დოქტორი, ჯილ კარ ჰარისი.  ინდოეთის მაჰათმა განდის მოძრაობის ერთ-ერთი გამოჩენილი ლიდერი შრი რაჯაგოპალ პივი. ჯორჯ მეისონის უნივერსიტეტის და Imagine-ის მოძრაობის წარმომადგენელი,  არსენ ხარატიანი, თსუ კონფლიქტოლოგიის ინსტიტუტის წარმომადგენელი, დოქტორი მარეხ დევიძე.

ჯორჯ მეისონის უნივერსიტეტის პრორექტორ-ემერიტუსი, ჯული ენნ ქრისტენსენი,   ჯიმი და როზალინ კარტერების მშვიდობის სკოლის პროფესორ ემერიტუსი რიჩარდ რუბენშტაინი. საქართველოს მწვანეთა მოძრაობის თავმჯდომარე ნინო ჩხობაძე

 

 გაიმართება დისკუსია კონფერენციის მონაწილეებს შორის.

 

 

თარიღი: 13/06/2025